16:00 24-08-2015
"აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ", - ავთო ებრალიძის გოლი და კიკინა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა შემტევმა თანაგუნდელის პასი შეიშნოვა, "კოვილიას" მეკარესთან პირისპირ გავიდა, ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ცარიელი კარი დალაშქრა. "ჟილ ვისენტემ" თამაში 4:0 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ეს ავთოს მესამე გოლია "ჟილ ვისენტეს" შემადგენლობაში. 2014 წლის მარტში მან პორტუგალიურ ელიტაში "პაკუშ ფერეირას" გაუტანა, ხოლო ახლახან პორტუგალიის თასზე "ვიზეუს" კარი დალაშქრა.
ახალ სეზონს ავთო ახალი ვარცხნილობით შეხვდა, გრძელი თმა მას კიკინად აქვს შეკრული.
მატჩის შემდეგ მან "ჟილ ვისენტეს" ოფიციალურ საიტს მცირე კომენტარი მისცა: "ჟილ ვისენტეს" ფანებმა დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს და დამსახურებულად მოვიპოვეთ სამი ქულა. აქ, ბარსელუშში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ", - განაცხადა ჩვენებურმა.
შეგახსენებთ, რომ ებრალიძემ სამჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული