"აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ", - ავთო ებრალიძის გოლი და კიკინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 აგვისტოს პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში დაქვეითებული "ჟილ ვისენტეს" შემადგენლობაში თავი გამოიჩინა 23 წლის ავთო ებრალიძემ.

ქართველმა შემტევმა თანაგუნდელის პასი შეიშნოვა, "კოვილიას" მეკარესთან პირისპირ გავიდა, ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ცარიელი კარი დალაშქრა. "ჟილ ვისენტემ" თამაში 4:0 მოიგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ეს ავთოს მესამე გოლია "ჟილ ვისენტეს" შემადგენლობაში. 2014 წლის მარტში მან პორტუგალიურ ელიტაში "პაკუშ ფერეირას" გაუტანა, ხოლო ახლახან პორტუგალიის თასზე "ვიზეუს" კარი დალაშქრა.

ახალ სეზონს ავთო ახალი ვარცხნილობით შეხვდა, გრძელი თმა მას კიკინად აქვს შეკრული.

მატჩის შემდეგ მან "ჟილ ვისენტეს"
ოფიციალურ საიტს მცირე კომენტარი მისცა: "ჟილ ვისენტეს" ფანებმა დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს და დამსახურებულად მოვიპოვეთ სამი ქულა. აქ, ბარსელუშში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ", - განაცხადა ჩვენებურმა.

შეგახსენებთ, რომ ებრალიძემ სამჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული