როდის არის ზურაბ ხიზანიშვილი მოედანზე მეფე, ნიკა კვეკვესკირი - ბრძენი

AutoSharing Option
azerifootball.com-მა აზერბაიჯანის პრემიერლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ქართველი ლეგიონერი მოხვდა. რჩეულთა შორის არიან ზურაბ ხიზანიშვილი და ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ბაქოს "ინტერი").

"როცა მეტოქე "ინტერს" სწრაფ ტემპს არ სთავაზობს, ხიზანიშვილი სიტუაციის მეფეა. გვახსოვს, ლენქორანში "ხაზარის" ფეხბურთელებმა ისეთი ტემპი შესთავაზეს "ინტერს", რომ 34 წლის ხიზანიშვილს თავბრუ ეხვეოდა.

აი, "ზირია" კი მაინც საკუთარი კარის დაცვაზე ზრუნავდა, მეტოქის დაცვასაც ძალიან ვერ აწუხებდა. "ინტერის" დაცვას კი უშეცდომოდ მეთაურობდა ხიზანიშვილი", - წერს გამოცემა ზურაბ ხიზანიშვილზე.

"კიდევ უნ
და აღვნიშნოთ ქართველი ნახევარმცველის, კვეკვესკირის ბრძნული და რაციონალური თამაში. "ზირიასთან" თამაშში ის ყველგან ასწრებდა ყოფნას. რამდენიმე მართლაც შედევრი პასი გააკეთა. მისი ბრალი სულაც არ არის, რომ "ინტერს" სუსტი თავდასხმა ჰყავს", - ეს კი კვეკვესკირის დახასიათებაა.

შეგახსენებთ, რომ მე-3 ტურში ზაურ სვანაძის "ინტერი" სტუმრად დებიუტანტ "ზირიას" დაუზავდა - 0:0.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზირასთან))
guja
17:41 26-08-2015
0
ხიზანიშვილის მეფობა არ გაიშვა,,ანუ თუ დაბალი ტემპია კარგად თამაშობსოო,,ამაზე მეტი შექება რაღა გინდა კაცს,,სასწრაფოდ ნაკრებში შოტლანდიასთან გამოდგება:D:D:D:D
qartveli
17:21 26-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული