რა სტრესი? თქვენ, ალბათ, ხუმრობთ, - ლაშა დვალის პირველი მატჩი "დუისბურგში"

AutoSharing Option
3 სექტემბერს ლაშა დვალმა ხორვატიაში საქართველოს 21-წლამდელთა გუნდში ითამაშა, ხოლო 5-ში ის უკვე "დუისბურგის" ფორმით ბელგიური "სტანდარდის" წინააღმდეგ წარდგა.

ეს 20 წლის ქართველი მცველის პირველი მატჩი იყო გერმანულ კლუბში, "დუისბურგი" 1:3 დამარცხდა, ლაშამ კი მეორე ტაიმი ითამაშა.

თამაშის შემდეგ ლაშა დვალი "დუისბურგის" ოფიციალურ საიტს გაესაუბრა. მას შეეკითხნენ, რომ ხომ არ იყო სტრესი ორ დღეში მეორე მატჩის გამართვა.

"რა სტრესი? თქვენ, ალბათ, ხუმრობთ. პირიქით, მოხარული ვარ, რომ "დუისბურგში" მალევე შევეგუები აქაურ ატმოსფეროს, მე ძალიან მჭირდება სათამაშო პრაქტიკა.

მსურს, რაც შეიძლება, მალე
დავეხმარო "დუისბურგს" მეორე ბუნდესლიგაში. აქაურ მატჩს დავესწარი და აღვფრთოვანდი, რამდენად ხმაურიანია აქაური ტრიბუნები", - განაცხადა ჩვენებურმა.

"დუისბურგის" ოფიციალური საიტის მტკიცებით, ლაშა დვალი ეროვნული გუნდის კანდიდატია და არ არის გამორიცხული, რომ 11 ოქტომბერს მან გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტრესიო??..რა იციან გერმანელებმა სტრესი რა არის. ომი 1945 დამთავრდა და დღევანდელი საქართველო მათ არ უნახავთ :)
ნუკრი
17:40 07-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული