ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკში" ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალური საიტის ცნობით, 8 სექტემბერს "ტარასოვკის" ბაზაზე დაბრუნდა ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე, რომელიც ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა:

"ტარასოვკაში ასევე დაბრუნდნენ ჯანო და იველინ პოპოვი, რომელთაც ეროვნულ ნაკრებებში ითამაშეს. ისინი შეუდგნენ ინდივიდუალური პროგრამით მზადებას", წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ შოტლანდიასთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ტრავმის გამო ნაკრებს ირლანდიაში ვეღარ გაჰყვა, სადაც კახა ცხადაძის გუნდი 0:1 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული