ჭანტურია გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბთან, სადაც კიდევ ერთი ჩვენებური ლაშა დვალიც თამაშობს, ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჭანტურიას პრეზენტაცია სამშაბათს იგეგმება.
...მას შემდეგ, რაც გიორგიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო, ქართველ გულშემატკივარს მისი იმედი აქვს. ჭანტურია იყო "ბარსელონაში", სადაც ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა. ამის შემდეგ მის კარიერაში დადგა ჰოლანდიური პერიოდი - ის არნემის "ვიტესმა" გადაიბირა.
ამის შემდეგ ჭანტურიამ ითამაშა
წესით, "დუისბურგი" ჩვენებურისთვის ძალიან კარგი ვარიანტი უნდა იყოს. გერმანიაში ჭანტურია საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს ნამდვილ პროფესიონალად და თუ ასე მოხდა, ამით ქართული ფეხბურთი მხოლოდ მოიგებს.
* * *
საერთოდ, გერმანიაში ნებისმიერი ფეხბურთელის განვითარებისა და წინსვლისთვის იდეალური გარემოა შექმნილი. მერე რა, რომ მეორე ბუნდესლიგაა - გერმანულმა საფეხბურთო თემმა პირველად სწორედ ამ ლიგაში გაიცნო ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი...გიორგისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ უცხო გარემოში მარტოს არ მოუწევს ყოფნა და გვერდით ლაშა დვალი ეყოლება.
ამ დროისთვის, როცა მეორე ბუნდესლიგაში 5 ტურია ნათამაშები, "დუისბურგის" მდგომარეობა იდეალური ნამდვილად არ არის. გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილშიც ბოლოდან მეორე ადგილზეა.
გუნდს შვეიცარიელი ჯინო ლეტიერი წვრთნის. "დუისბურგის" შემადგენლობაში თამაშობენ ტუნისელი, ბოსნიელი, ნიგერიელი, ვენესუელელი და ავსტრალიელი ლეგიონერები. როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს ჩავარდნა დროებითია და გუნდი მალე დაიბრუნებს ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, რაც წარმატების წინაპირობა უნდა იყოს.
"დუისბურგი" აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე და აგრძელებს თავისუფალი აგენტების აყვანას. "ზებრებმა" გადაიბირეს გამოცდილი ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ობინა. კლუბის მიზანი კიდევ რამდენიმე თავისუფალი აგენტის, ძირითადად, გამოცდილი ფეხბურთელების გადაბირებაა. ჯერჯერობით, გერმანულ პრესაში მათი ვინაობა არ ხმაურდება...
მოკლედ, ვნახოთ. ჭანტურიას კარიერაში ახალი ეტაპი იწყება და იმედია, ამ გზაზე დაბრკოლებები არ იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"