ნუკრი რევიშვილი: ჩვენ ისეთი გუნდი არ გვყავს, რომ კლასით ვაჯობოთ სხვებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში ნუკრი რევიშვილის "მორდოვია" სტუმრად 0:1 დამარცხდა "კრილია სოვეტოვთან".

რევიშვილმა მარცხის მიუხედავად, კარგად ითამაშა, განსაკუთრებით, აღსანიშნავია მისი "სეივი" ბურლაკის თავური დარტყმის მერე.

თამაშის მერე საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა მცირე ინტერვიუ მისცა Rusfootball.info-ს.

- "მორდოვიამ" თამაში მძიმედ დაიწყო, პირველ ტაიმში გუნდმა თითქმის ვერ შექმნა მომენტები, რისი ბრალი უნდა იყოს ეს?
- არ ვიცი, რის გამო მოხდა ასე, მაგრამ გაშვებული ბურთის მერე გადავეწყვეთ და მეორე ტაიმში სულ სხვაგვარად ვითამაშეთ. "კრილიამაც" უკან დაიხია და შევუტიეთ.

- "მორდოვია" ხისტად თამაშობდა, ეს მწვრთნელის
მითითებაა?
- არა, ჩვენ მუდმივად ვიბრძვით, სულ ხისტად ვთამაშობთ. ჩვენ ისეთი გუნდი არ გვყავს, რომ კლასით ვაჯობოთ სხვებს. სხვანაირად, უბრალოდ ფონს ვერ გავალთ.

- "კრილიაში" ყველას მოწონს ახალწვეული საფრანგეთიდან მოლიო, რას იტყვით ამ ფეხბურთელზე?
- დიახ, მან ძალიან გააძლიერა გუნდი. კარგი შენაძენია ჩვენი მეტოქე გუნდისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული