"ზანკტ პაულისთან" 0:2 წაგებული თამაშის ბოლო წუთებზე ანდრეას ვიგელმა კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო და მას ოპერაცია ესაჭიროება. ფორვარდი, რომელიც 2,5-თვიანი პაუზის მერე თამაშობდა, ისევ მძიმედ დაშავდა.
გუნდის მწვრთნელ ჯინო ლეტიერის ანდის იმედი ამ სეზონში ალბათ ვეღარ ექნება. თუმცა არცთუ ისე დიდი ხნის წინ "დუისბურგმა" ნიგერიელი ვიქტორ ობინა გაიფორმა.
ახლა კი ქართველი გიორგი ჭანტურიას ჯერია - 22 წლის ფორვარდის, რომელსაც შეტევის ფლანგებზე შეუძლია თამაში. მან
ადრე მას რუმინულ "კლუჟში" და ჰოლანდიურ "ვიტესში" უთამაშია, იყო "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდშიც. კლუბში მას თანამემამულე ლაშა დვალი დახვდება", - წერს საიტი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი, რომელიც აქამდე უკლუბოდაა, უკვე გერმანიაში იმყოფება. მან თავის "ფეისბუკის" გვერდზე უკვე გაავრცელა ფოტო ლაშა დვალთან ერთად "დუისბურგის" მაისურით. თუმცა მოგვიანებით ეს ფოტო გვერდიდან აიღო.
ჭანტურიას პრეზენტაცია "დუისბურგში" სავარაუადოდ, 17 სექტემბერს გაიმართება.