ნუკრი რევიშვილის "სეივი" ტურის საუკეთესოებში მოხვდა

AutoSharing Option
რუსულმა ინტერნეტ-პორტალმა "ჩემპიონატმა" პრემიერლიგის მე-8 ტურის 5 საუკეთესო "სეივი" დაასახელა.

მე-4 ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრებისა და "მორდოვიას" გოლკიპერის, ნუკრი რევიშვილის "სეივი" "კრილია სოვეტოვთან" შეხვედრაში, რომელიც "მორდოვიამ" 0:1 დათმო.

მეორე ტაიმის დასაწყისში, "კრილიას" ფრანგი ლეგიონერი მოლიო ქართველ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჩვენებური ოპერატიულად გამოვიდა წინ და დარტმას წინ აღუდგა.

გამოცემა სეზონის საუკეთესო "სეივების" ცხრილს აწარმოებს. ჩემპიონატში სოსლან ჯანაევი (როსტოვი) 16 ქულით ლიდერობს. ნუკრი რევიშვილი 12 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული