Rheinische Post: ჭანტურიას დამატება "დუისბურგის" გარდა სხვა კლუბსაც სურს

AutoSharing Option
Rheinische Post-ის ინფორმაციით, "დუისბურგის" მოლაპარაკება ქართველ ფორვარდ გიორგი ჭანტურიასთან ორშაბათს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯერჯერობით ტრანსფერი არ შემდგარა.

"მოლაპარაკება გრძელდება, პირველი მოლაპარაკება ორშაბათს სასურველ შედეგამდე არ მისულა. 22 წლის ქართველი ფორვარდის დამატება სხვა კლუბებსაც სურთ, ეს კი "ზებრებისთვის" არ არის კარგი. თუმცა იმის შანსი, რომ ჭანტურია "დუისბურგში" გადავა ისევ არის", - წერს გაზეთი.

მოკლედ, უახლოეს დღეებში გავიგებთ, გახდება თუ არა ჭანტურია ლაშა დვალის თანაგუნდელი. შეგახსენებთ, რომ ის თავისუფალი აგენტია და ამიტომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვა ტრანსფერს ხელს ვერ შეუშლის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ბიჭი იმდენს დახტის ბოლოს აღმოჩნდება გორის დილაში, დინამოში ან ბაქოს ინტერში. დაეტიე რა სადაც ხარ და ითამაშე ფეხბურთი რო განვითარდე, თორე დარჩები იმედისმომცემ ფეხბურთელად(რაც გულწრფელად არ მინდა). წინ ბევრი მაგალითი გაქვს.
ლაშა
17:03 23-09-2015
0
ჯერ ხო ლელომ იტალიაში გაუსვა, თვიმფრინავში ზის და ვნახოთ რომელ ქალაქში ჩაფრინდებაო, მერე დუისბურგშიაო და ეგ არიო, ახლა თურმე აქაც არ არის, ნუ კიდე მანამდელზე არ დავწერ...
ხოდა ძვირფასო ლელო, ჯერ გადაამოწმეთ და მერე დაწეროთ, თორე ძალიან არასერიოზულები ჩანხართ ასე :) ;)
Giorgi
17:15 23-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული