ჯაბა კანკავა "ლილთან" შეხვედრაში "რეიმსის" სასტარტოში იქნება

AutoSharing Option
25 სექტემბერს ფრანგული ლიგა 1-ის მორიგ ტურს ჯაბა კანკავას "რეიმსი" გახსნის, რომელიც შინ "ლილს" მასპინძლობს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი "ლილთან" შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება, "რეიმსი" 4-1-4-1 ტაქტიკით ითამაშებს, ხოლო ჯაბა ერთადერთი საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციას შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ჯაბამ სამ შეხვედრაში სამი ყვითელი ბარათი მიიღო და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის, ამიტომ ის "ლიონთან" გასვლით შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც "რეიმსს" 3 ოქტომბერს ელის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული