ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი "ლილთან" შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება, "რეიმსი" 4-1-4-1 ტაქტიკით ითამაშებს, ხოლო ჯაბა ერთადერთი საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციას შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ჯაბამ სამ შეხვედრაში სამი ყვითელი ბარათი მიიღო და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის, ამიტომ ის "ლიონთან" გასვლით შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც "რეიმსს" 3 ოქტომბერს ელის.