ლაშა სალუქვაძე კარიერას ისევ ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს

AutoSharing Option
33 წლის მცველის, ლაშა სალუქვაძის მომავლის შესახებ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში დავწერეთ. მაშინ ფეხბურთელმა გვითხრა, რომ განიხილავდა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ვარიანტებს და მომავალს უახლოეს დღეებში გაარკვევდა.

როგორც შევიტყვეთ, უკვე ყველაფერი გარკვეულია - სალუქვაძე დაბრუნდა ბაქოს "ინტერში", სადაც კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს, 2013-15 წლებში თამაშობდა.

ყველას კარგად გვახსოვს, რა სიტუაცია იყო "ინტერში" გასული სეზონის ბოლოს. ფინანსური პრობლემების გამო ბაქოური კლუბი ყველა ქართველმა დატოვა. თუმცა კლუბი გადაურჩა გაკოტრებას და ამჟამად იქ კვლავ
არაერთი ქართველია - ზაურ სვანაძე (მთავარი მწვრთნელი), გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა კასრაძე და ნიკა კვეკვესკირი.

ქართველები გუნდის ლიდერებად ითვლებიან და მათი დამსახურებაა, "ინტერი" წარმატებით რომ თამაშობს აზერბაიჯანის პრემიერლიგაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული