მატჩის გმირი 87-ე წუთზე შეცვალეს.
"ჟილ ვისენტეს" 9 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და 24-გუნდიან ლიგაში მე-13 პოზიცია უჭირავს.
ამავე პირველობაზე გიორგი მაკარიძის "ფეირენსე" საშინაო შეხვედრაში "ფამალიკაუს" დაუპირისპირდა და კაცნაკლულ მეტოქეს 2:1 მოუგო. "ფეირენსეს" კარს გიორგი მაკარიძე იცავდა.
სხვათა შორის, ქართველის გუნდისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო. 9 ტურის შემდეგ "ფეირენსეს" 10 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.
* * *
უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტაშკენტის "ფახთაქორი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა ფერღანის "ნეფთჩისთან". ტაშკენტელთა რიგებში 56-ე წუთზე გააძევეს კახა მახარაძე.* * *
ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძე თავის ყოფილ გუნდთან, ტურკუს "ინტერთან" 1:3 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა "კუპსის" შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე ითამაშა. ვეიკაუსლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე სირბილაძის გუნდს გასავარდნი ზონისგან 7 ქულა აშორებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"