ლეგიონი გუშინ: ავთო ებრალიძის "მაკრატელათი" გატანილი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის მეორე ლიგის მორიგ ტურში "ჟილ ვისენტემ" შინ 1:0 დაამარცხა "ორიენტალი". სასიამოვნოა, რომ მასპინძელთა შემადგენლობაში 39-ე წუთზე ერთადერთი გოლი ავთო ებრალიძემ გაიტანა.

მატჩის გმირი 87-ე წუთზე შეცვალეს.

"ჟილ ვისენტეს" 9 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და 24-გუნდიან ლიგაში მე-13 პოზიცია უჭირავს.

ამავე პირველობაზე გიორგი მაკარიძის "ფეირენსე" საშინაო შეხვედრაში "ფამალიკაუს" დაუპირისპირდა და კაცნაკლულ მეტოქეს 2:1 მოუგო. "ფეირენსეს" კარს გიორგი მაკარიძე იცავდა.

სხვათა შორის, ქართველის გუნდისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო. 9 ტურის შემდეგ "ფეირენსეს" 10 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.

* * *
უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტაშკენტის "ფახთაქორი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა ფერღანის "ნეფთჩისთან". ტაშკენტელთა რიგებში 56-ე წუთზე გააძევეს კახა მახარაძე.

* * *
ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძე თავის ყოფილ გუნდთან, ტურკუს "ინტერთან" 1:3 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა "კუპსის" შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ვეიკაუსლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე სირბილაძის გუნდს გასავარდნი ზონისგან 7 ქულა აშორებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაკრატელაა როცა ხელში მაკრატელი უკავია. ეს მაკრატელა არარის. ფანატი გენიოსია.
0
პატივცემულებო, არ შეგიძლიათ, რომ კლიპისწინა რეკლამა დაბალ ხმაზე გაუშვათ? ვფეთდებით ხოლმე!
GIORGI
12:34 02-10-2015
0

სიახლეები პოპულარული