იაშვილის ჰეთ თრიკი და კობის მოგება

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ქართველების გუნდებმა მორიგი ამხანაგური მატჩები გამართეს და კვლავ მოიგეს. ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" ქვედალიგოსანი "დურლახი" 5:0 გაანადგურა. როგორც ირკვევა ჩვენებურის გუნდმა სარეზერვო შემადგენლობით დაიწყო თამაში და სასტარტო ფეხბურთელები შესვენების შემდეგ შეუშვა მოედანზე. შესაბამისად, ალესანდრე იაშვილმა მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, თუმცა კარლსრუელთა ქართველი მეგოლისთვის ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა. იაშვილმა ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა და გუნდის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა.

ლევან კობიაშვილის "ჰერტა" ქვედა ლიგის წარმომადგენელ "კოტერნს" გაეჯიბრა" და 2:0 მოიგო. ბერლინელთა გუნდის ქართველი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და
საწყისი 45 წუთი დაჰყო მოედანზე. "ჰერტამ" თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული