ლეგიონის უქმეები: გიორგი ჭანტურია საკონტროლოშიც ბრწყინავს

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზისას ლეგიონის დიდი ნაწილი ან უქმობს, ან ნაკრებებში ირჯება, თუმცა არიან გამონაკლისებიც...

* * *
გერმანიის II ბუნდესლიგაში პაუზაა და ამიტომ ლუკას ჰუფნაგელმა "ფრაიბურგის" მეორე გუნდში ითამაშა რეგიონალლიგის მატჩში.

"ფრაიბურგმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ჰოფენჰაიმის" დუბლებს. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და 68-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ჰუფნაგელისგან განსხვავებით, ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა თავი გიორგი ჭანტურიამ, რომლის "დუისბურგიც" "კიოლნს" 4:4 დაუზავდა.

ჭანტურიამ 65-ე წუთზე ანგარიში 4:3 გახადა. მანამდე, მე-60 წუთზე "დუისბურგმა" მისი პასით გაათანაბრა. ლაშა დვალი ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული.

* * *
ბელგიის მეორე
დივიზიონში ლევან შენგელიას "ტუბიცემ" შინ 2:1 მოუგო "დეინცეს" და 20 ქულით მესამე ადგილზეა. ქართველი ლეგიონერი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული.

* * *
პოლონეთის მეორე დივიზიონში დავით მაქარაძემ "სუვალკიში" პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი შინ 1:2 დამარცხდა "გლოგოვთან".

გიორგი ალავერდაშვილის "ზავიშამ" შინ 0:3 წააგო "ზაბკისთან". ჩვენებური მატჩის განაცხადში არ იყო.

* * *
პორტუგალიის მეორე ლიგაში ავთო ებრალიძემ 90 წუთი ითამაშა "ჟილ ვისენტესა" და "პენაფიელის" მატჩში, რომელიც ჩვენებურის გუნდმა 1:0 მოიგო.

* * *
რუსეთის I დივიზიონში ქართველთა "სკა-ენერგია" 1:1 დაუზავდა "ორენბურგს". კახა ალადაშვილი (46-ე წუთიდან, გაფრთხილება) და გოჩა ხოჯავა (38-ე წუთიდან) შეცვლაზე შევიდნენ.

ზურაბ არზიანი და დავით ხურციძე "არმავირის" სასტარტოში იყვნენ "ენისეისთან" 1:3 წაგებულ შეხვედრაში. ირაკლი გეფერიძე კი ლევან ჯღარკავას ნაცვლად შევიდა.

"სკა ენერგიაც" და "არმავირიც" დივიზიონის აუტსაიდერები არიან.

ჩრდილოამერიკის სოკერ ლიგაში ზურაბ ცისკარიძე "სან ანტონიოს" სათადარიგო იყო, მისმა გუნდმა კი სტუმრად 2:1 მოუგო "ინდი ილევენს".

* * *
იტალიაში ირაკლი შეყილაძის (90 წუთი) "ტუტოკუოიო" სტუმრად "პიზასთან" 0:1 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული