ნუკრი რევიშვილი რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი "მორდოვიას" ძირითადს დაუბრუნდა და "ზენიტთან" საგარეო მატჩში კარი მშრალად შეინახა.

რუსულმა მედიამ ამ ტურში სწორედ ნუკრი გამოარჩია. "სპორტ-ექსპრესმა" ის რუსული პრემიერლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ნუკრი რევიშვილი (მორდოვია), 7 ბალი - ქართველი გოლკიპერის თამაშმა შაბათს სარანსკელებს სტუმრად ჩემპიონთან ქულა მოუპოვა", - წერს გამოცემა.

ამასთან, რევიშვილი ტურის MVP-ობის ნომინანტია ინტერნეტპორტალ championat.com-ის მიხედვით. ნომინანტები ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა შეარჩიეს, გამოკითხვაში კი სამი ლიდერობს, ერთ-ერთი სწორედ ნუკრი რევიშვილია.

მე-14 ტურის სიმბოლური (სპორტ-ექსპრესი)
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუკრი კი არა ლომია.
Daviti
13:01 04-11-2015
0
მიდი ბუჯო ნუკრია
ჩიკო
18:27 03-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული