ლეგიონი გუშინ: ქართული დერბი და "ინტერის" ქულა

AutoSharing Option
კვიპროსში ქართული დერბი შედგა. უჩა ლობჟანიძის "ომონია" შინ დაუხვდა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ აპოელ-ს, რომელსაც ჩემპიონატში ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული.

"ომონიამ" ქეცბაიას გუნდის შეჩერება მოახერხა - 2:2. ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა.

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზაურ სვანაძის დამოძღვრილი "ინტერი" "გაბალას" ეწვია და ფრედ ითამაშა - 1:1.

სტუმართა შორის სრულად ითამაშა დისკვალიფიკაციამოხდილმა ზურაბ ხიზანიშვილმა. მცირე ტრავმა მიიღო ლაშა სალუქვაძემ, რომელიც 71-ე წუთზე ლაშა კასრაძემ შეცვალა. ბაქოელთა განაცხადში არ ყოფილან ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი (ტრავმა) და მეკარე გიორგი ლომაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული