არტიომ ძიუბა: ჯანო ანანიძის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" რუსმა ფორვარდმა არტიომ ძიუბამ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც "როსტოვში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"როსტოვში" გარდატეხის პერიოდი მქონდა. ვგრძნობდი, რომ რუსეთის ჩემპიონატში 10-15 გოლის გატანა შემეძლო და, რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ტიტული (რუსეთის თასი) მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ნებისმიერი ფეხბურთელი თამაშთან ერთად ტიტულზე ოცნებობს, ამიტომ ჩემთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია.

უდიდესი როლი იმ წარმატებაში ჩემს პარტნიორს, ჯანო ანანიძეს ეკუთვნის, რომელიც შესანიშნავი პასებით მამარაგებდა. მის გვერდით თამაშით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი", - თქვა ძიუბამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული