ტრანსფერი: გიორგი აბურჯანია ესპანეთში, ჩისკოსთან!..

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანიამ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ ტარაგონას "ხიმნასტიკთან" კონტრაქტი გააფორმა - ეს ინფორმაცია "ლელოსთან" ფეხბურთელის აღმზრდელმა მწვრთნელმა გუბაზ დოლიძემ გაამხილა, ოღონდ იქვე დააზუსტა, რომ "ხიმნასტიკსა" და კვიპროსულ "ანორთოსისს" შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, 20 წლის ნახევარმცველი ესპანეთში ამ ზამთარს გადავა თუ ზაფხულიდან.

ჟორდი ალბას ყოფილი კლუბი 17 ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში 26 ქულით მე-7 ადგილზეა. ამ გუნდში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი და კაპიტანი ჩისკო თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკი" საქართველოს 17 და 19-წლამდელთა გუნდების მეკარე ლუკა გუგეშაშვილითაც იყო დაინტერესებული.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი
ფამაგუსტას "ანორთოსისში" 2014 წელს, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შაკო, სეგუნდა დივიზიონი უბრალოდ მეორე დივიზიონს ნიშნავს. ლიგას ოფიციალურად ლიგა ადელანტე ქვია, მაგრამ სეგუნდათიც შეგვიძლია მოხსენიება და რაც შეეფება მის ქვედა ლიგას მაგას სეგუნდა კი არა სეგუნდა ბ ქვია
მიშა
00:13 16-12-2015
0
კარგი გუნდია ხიმნასტიკი, პრიმერაში გადმოსასვლელად იბრძვის. P.S მაგ ლიგას სეგუნდა აღარ ქვია, სეგუნდა მაგის ქვემოთაა, პრიმერას მომდევნო ლიგას ქვია "ლიგა ადელანტე"
შაკო
14:03 15-12-2015
0

სიახლეები პოპულარული