ლეგიონი გუშინ: თორნიკე ოქრიაშვილის 9 წუთი და ნახევარფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 16 დეკემბერს, რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა სათასო შეხვედრები გამართა.

ბელგიის თასის მეოთხედფინალში "გენკი" შინ "მუსკრონს" დაუპირისპირდა და 2:1 სძლია. თორნიკე ოქრიაშვილმა ბოლო 9 წუთი ითამაშა. ლუკა ზარანდია განაცხადში არ ყოფილა. "გენკი" ნახევარფინალშია.

* * *
პორტუგალიის თასზე "ფეირენშემ" შინ 0:1 წააგო "პორტუსთან". დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეოთხედფინალში გავიდა ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე". ქ
ართველის გარეშე გუნდმა დამატებით დროში დაამარცხა "პორტიმონენშე" - 2:1.

* * *
თურქეთის თასზე "რიზესფორმა" შინ 4:1 მოუგო "ბუკასფორს". გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია ჩვენებურ ნიკა ძალამიძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაფეგბურთი ჯერ თვითონ არ დამძღარნან
zaza
15:56 17-12-2015
0
ფული უნდა მაგ საქმეს აქ რო გაჩერდეს ფეგბურთელი ესენი კი ვერ გაძღენ ჯერ
zaza
15:54 17-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული