ბელგიის თასის მეოთხედფინალში "გენკი" შინ "მუსკრონს" დაუპირისპირდა და 2:1 სძლია. თორნიკე ოქრიაშვილმა ბოლო 9 წუთი ითამაშა. ლუკა ზარანდია განაცხადში არ ყოფილა. "გენკი" ნახევარფინალშია.
* * *
პორტუგალიის თასზე "ფეირენშემ" შინ 0:1 წააგო "პორტუსთან". დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ.მეოთხედფინალში გავიდა ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე". ქ
* * *
თურქეთის თასზე "რიზესფორმა" შინ 4:1 მოუგო "ბუკასფორს". გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია ჩვენებურ ნიკა ძალამიძეს.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"