ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი პაპუნაშვილი: იანვარში "ვერდერის" პირველ გუნდს შეკრებაზე მივყვები

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-სთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრიდან ბრემენელთა პირველ გუნდში გადავა.

19 დეკემბერს, გერმანიის მესამე ლიგის 21-ე ტურში პაპუნაშვილის გუნდი "ვერდერი 2" "კოტბუსს" ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ბრემენელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.


"სიმართლე გითხრათ, გოლი დიდი ვერაფერი გამოვიდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩავატარე.

იანვარში "ვერდერის" პირველ გუნდს შეკრებაზე მივყვები თურქეთში, სადაც "სპარტას" და "ბეშიქთაშს" ვეთამაშებით.

პირველი გუნდის მწვრთნელს ყოველდღე
ვეკონტაქტები, ვსაუბრობთ და ჩემით ძალიან კმაყოფილია. დაგეგმილი იყო პირველ გუნდში ჩემი გადასვლა, უბრალოდ ცოტა გაიწელა", - გვითხრა პაპუნაშვილმა.