თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს

AutoSharing Option
როგორც ბელგიური საიტები წერენ, "გენკის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

საუბარია აუტსაიდერ "ესკისეჰირსპორზე", რომელსაც ოქრიაშვილის იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე სურს და ბელგიურ კლუბთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვს. თურქულ გუნდს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის აყვანა იჯარის წესით, სეზონის ბოლოს 2,5 მილიონი ევროდ გამოსყიდვის უფლებით სურს.

"ესკისეჰირსპორი" 18-გუნდიან ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 10 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის უმთავრესი კანდიდატია.

როგორც ირკვევა, ოქრიაშვილით თურქული სუპერლიგის კიდევ ერთი გუნდი, ცხრილის მე-7 საფეხურზე მყოფი "კონიასპორიც" დაინტერესებულა, თუმცა ბელგიური წყაროები ქართველს უფრო "ესკისეჰირსპორს"
უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა ბრემენის ვერდერიო? აბა ტვენტეო? კაი რა კაი რა
saba
15:52 09-01-2016
0
თორნიკე არის ბოლო წლების ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი. მისი დაკარგვა დანაშაულია საქართველოს წინაშე. აუცილებლად უნდა განაგრძოს კარიერა იქ, სადაც პრაქტიკა ექნება და სკამზე არ იჯდება.
tngh
15:53 09-01-2016
0

სიახლეები პოპულარული