ბელგიური გამოცემის ცნობით, "ესქიშეჰირის" ხელმძღვანელობას სურს, "გენკის" ქართველი ლეგიონერი ჯერ იჯარით დაიმატოს, შემდეგ კი 2,5 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. საქმე ისაა, რომ ეს გუნდი თურქული სუპერლიგის აუტსაიდერია, გაძლიერება სურს და ლიგაში ადგილის შენარჩუნების
როგორც შევიტყვეთ, გუშინ, 10 იანვარს, ოქრიაშვილი ბელგიაში თანაგუნდელებს დაემშვიდობა და თურქეთში თავის მენეჯერთან ერთად გაემგზავრა.
"თურქეთში ახლა ჩავფრინდით და "ესქიშეჰირთან" მოლაპარაკებებს დავასრულებთ. ლაპარაკია იჯარაზე სეზონის ბოლომდე. "გენკიდან" წასვლა მისი სურვილია, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი", - ამბობს ამიროვი.
როგორც გვითხრეს, ოქრიაშვილს არ სურს ბელგიაში ისეთ მწვრთნელთან დარჩენა, რომელიც მონდომებას არ უფასებს და სათადარიგოთა სკამზე ამყოფებს. უცნაური ისაა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, "გენკის" დამრიგებელი პეტერ მაესი ოქრიაშვილის გაშვებას ეწინააღმდეგებოდა.
ქართველის მოტივიც გასაგებია: თურქეთის ჩემპიონატი ბელგიურს სჯობს, პლუს, სათამაშო პრაქტიკასა და უკეთეს პირობებს ჰპირდებიან. მეორეცაა - "ესქიშეჰირი" სუპერლიგიდან თუ გავარდება, თორნიკე თურქებთან იჯარას აღარ გააგრძელებს.
დღემდე უცნობია, რა ბედი ელის "გენკის" მეორე ქართველს, ლუკა ზარანდიას, რომელსაც თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს. ბელგიურ გუნდში დარჩენა 19 წლის თავდამსხმელსაც აღარ სურს და მისი საკითხის გარკვევას ელოდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"