თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორთან" კონტრაქტს დღეს გააფორმებს

AutoSharing Option
თურქული მედია იუწყება, რომ თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი და "ესქიშეჰირსფორი" შეთანხმდნენ ტრანსფერზე. ქართველი ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევარს იჯარით თურქულ კლუბში გაატარებს.

istikbalgazetesi.com წერს, რომ თორნიკე ოქრიაშვილისა და უკრაინელი ვლადისლავ კულაშის წარდგენა ესქიშეჰირში დღეს გაიმართება.

ჩვენმა თანამემამულემ უკვე წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება თურქულ კლუბში.

"ექსქიშეჰირი" 10 ქულით თურქულ სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და დარჩენისთვის იბრძვის, თურქეთში ბოლო სამი გუნდი ვარდება. ასე რომ, "ესქიშეჰირს" გადარჩენის ზონამდე 4 ქულა აშორებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ჯანზეა ეტყობა სულ ვარჯიშობს :D
0
კარიერის დასასრული
dima88
19:42 12-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული