ლაშა დვალი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების  20 წლის ფეხბურთელი ლაშა დვალი პოლონურ "შლიონსკში" სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ამ გუნდის ღირსებას დაიცავს.

ინფორმაცია ამის შესახებ პოლონური გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

"დვალი 21 წლის, მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველია. ახალი სეზონი მან "დუისბურგში" დაიწყო, მაგრამ მალევე კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. "დუისბურგამდე" ქართველი ინგლისურ "რედინგსა" და თურქულ "ქასიმფაშაში" ირიცხებოდა.

დვალს სხვადასხვა დროს უთამაშია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, დღესდღეობით კი ახალგაზრდული ნაკრების წევრია", - წერს საიტი ქართველ მცველზე.

"შლიონსკი" პოლონეთის ორგზის ჩემპიონია, ამჯამად კი ექსტრაკლასაში მე-14 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული