ავთო ებრალიძე პორტუგალიის თასის ნახევარფინალში "პორტუს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე", რომელიც პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს, პორტუგალიის თასის ნახევარფინალში გავიდა.

ეს დიდი წარმატებაა გუნდისთვის, რომლის ბოლო წარმატებაც ლიგის თასის ფინალისტობა იყო (2012).

"მამლები" მადეირულ "ნასიონალს" შეხვდნენ მეოთხედფინალში და 1:0 დაამარცხეს. ავთომ მარცხენა შემტევის პოზიციაზე ითამაშა და საგოლე პასიც ჩაიწერა, 31-ე წუთზე ქართველმა კუთხური მოაწოდა და ბურთი თავზე კაბოვერდელ პეკსს "დაასვა".

ახლა "ჟილ ვისენტეს" ნახევარფინალში მეტოქედ "პორტუ" ელის. ეს ეტაპი უკვე ორმატჩიანია - 2 თებერვალს "ჟილ ვისენტე" მასპინძელია, ხოლო პირველ მარტს - სტუმარი. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს
"ბრაგა" და "რიუ ავე" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული