ლაშა დვალმა პოლონურ "შლიონსკთან" 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
14 იანვარს 20 წლის ლაშა დვალმა 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა პოლონური ვროცლავის "შლიონსკთან".

"ლაშა დვალი 20 წლისაა და დაცვის ცენტრში თამაშობს, თუმცა მას წარმატებით შეუძლია თამაში მარცხენა ფლანგზეც. მისი ყოფილი გუნდებია ლატვიური "სკონტო", ინგლისური "რედინგი", თურქული "ქასიმფაშა" და გერმანული "დუისბურგი", - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

"მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავაფორმე "შლიონსკთან". ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება მივიღე და შევძლებ გუნდს დავეხმარო. 100%-ით დავიხარჯები გუნდის წარმატებისთვის.

მჯერა, რომ "შლიონსკში" რეგულარულად ვითამაშებ და არ დავკარგავ ადგილს ეროვნულ ნაკრებში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც
აქ თამაში ვარჩიე", - განუცხადა ოფიციალურ საიტს ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სილეზიური კლუბი პოლონეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზე იმყოფება.

ლაშა დვალზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ლაშა დვალი
მკითხველის კომენტარები / 1 /
SCORI GADACKVETILEBAA,GAIXARE MEGOBARO.EXLA MTAVARIA MONDOMEBA DA BEVRI HROMA,DAMIJERE UFRO DIDI GUNDEBIC IKNEBA HENS KARIERAHi.CARMATEBEBI.
GOLKIPERI
22:55 14-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული