"ლაშა დვალი 20 წლისაა და დაცვის ცენტრში თამაშობს, თუმცა მას წარმატებით შეუძლია თამაში მარცხენა ფლანგზეც. მისი ყოფილი გუნდებია ლატვიური "სკონტო", ინგლისური "რედინგი", თურქული "ქასიმფაშა" და გერმანული "დუისბურგი", - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
"მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავაფორმე "შლიონსკთან". ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება მივიღე და შევძლებ გუნდს დავეხმარო. 100%-ით დავიხარჯები გუნდის წარმატებისთვის.
მჯერა, რომ "შლიონსკში" რეგულარულად ვითამაშებ და არ დავკარგავ ადგილს ეროვნულ ნაკრებში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც
შეგახსენებთ, რომ სილეზიური კლუბი პოლონეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზე იმყოფება.
ლაშა დვალზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ლაშა დვალი