ლეგიონი გუშინ: ჭანტურიამ ჩეხებს მოუგო, ანანიძე სრულფასოვნად ვარჯიშობს

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების გუნდები სეზონის განახლებისთვის მზადებას აგრძელებენ.

გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" ამხანაგურ მატჩში გაეჯიბრა ჩეხურ "პლზენს" და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.

ჭანტურია გერმანული კლუბის შემადგენლობაში 71-ე წუთიდან გამოჩნდა. ერთადერთი გოლი კი პირველ ტაიმში ვოლცემ შეაგდო.

* * *
ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" ამხანაგური მატჩი 0:2 წააგო სლოვაკურ "სლოვანთან". ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა კასრაძემ.

* * *
ბოლოს კი სასიხარულო ინფორმაცია რუსეთიდან - დიდი ხნის პაუზის შემდეგ "სპარტაკის" ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა ჯანო ანანიძემ.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული