გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" ამხანაგურ მატჩში გაეჯიბრა ჩეხურ "პლზენს" და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.
ჭანტურია გერმანული კლუბის შემადგენლობაში 71-ე წუთიდან გამოჩნდა. ერთადერთი გოლი კი პირველ ტაიმში ვოლცემ შეაგდო.
* * *
ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" ამხანაგური მატჩი 0:2 წააგო სლოვაკურ "სლოვანთან". ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა კასრაძემ.* * *
ბოლოს კი სასიხარულო ინფორმაცია რუსეთიდან - დიდი ხნის პაუზის შემდეგ "სპარტაკის" ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა ჯანო ანანიძემ.ყოველდღიური სპორტული