ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

kicker-ის მიხედვით, გიორგი პაპუნაშვილი "შალკესთან" თამაშის განაცხადში იქნება

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ავსტრიული პორტალი weltfussball.at გერმანული ბუნდესლიგის სეზონის განახლებამდე ყველა გუნდის შანსებს აფასებს.

ბრემენის "ვერდერთან" დაკავშირებით, საიტი შეეხო გიორგი პაპუნაშვილის თემას:

"გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" 23-წლამდელთა გუნდიდან, სულ მცირე, კარგი გოლით გამოიჩინა თავი "აუესთან" გუნდისთვის უიღბლო ტესტ-მატჩში.

მაგრამ უახლოეს მომავალში პირველ გუნდში მის ადგილს ვერ ვხედავთ".

თუმცა, ამის საპირისპიროდ, kicker-ი გიორგის "შალკესთან" კვირის თამაშის განაცხადში, სათადარიგოთა სკამზე მოიაზრებს.