ლევან შენგელია: სასიამოვნოა, როცა ნდობას ამართლებ [VIDEO]

AutoSharing Option
ლევან შენგელიამ ბელგიაში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა.

მეორე დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი "ტუბიცე", სადაც შენგელია თამაშობს, "ლომელს" ესტუმრა. "ტუბიცე" 83-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა, მაგრამ სწორედ 20 წლის ქართველის ულამაზესი გოლით წონასწორობის აღდგენა და ქულის გადარჩენა მოახერხა.

21-ე ტურის შემდეგ "ტუბიცე" 40 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ანტვერპენს" 8 ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში შენგელიამ 15 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი პირველად აიღო. მას ბელგიაში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

"აქამდე მხოლოდ ამხანაგურებში მქონდა გატანილი გოლები,
ოფიციალურებში კი ეს პირველი იყო და ძალიან გამიხარდა.

ბოლო დროს, თითქმის სულ ძირითადში ვარ, მწვრთნელი მენდობა და სასიამოვნოა, როცა ამ ნდობას ამართლებ. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და გუნდისთვისაც ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა ამ ქულის გადარჩენას, რადგან ბოლო დროს ჩავარდნა გვქონდა.

ოთხშაბათს, გასვლაზე, "ვირტონთან" რთული თამაში გვაქვს, შაბათს კი ლიდერ "ანტვერპენს" ვიღებთ და ამ ორ თამაშში ბევრი რამ გადაწყდება", - ამბობს შენგელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული