ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკას ჰუფნაგელი გამოჯანმრთელდა და მას "ფორტუნასთან" სასტარტოში ელიან

AutoSharing Option
DIE WELT-ის ინფორმაციით, ტრავმა მოირჩინა "ფრაიბურგის" ქართველმა ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა და ის ვარჯიშებს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა დაზიანება ერთ-ერთი ტესტმატჩისას მიიღო.

Kicker-ის ვერსიით, 22 წლის ჰუფნაგელი "ფორტუნასთან" 21-ე ტურის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ეს მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.

"ფრაიბურგი" 38 ქულით მეორე ადგილზეა, ეს ადგილი კი ბუნდესლიგაში აღზევების უფლებას იძლევა.

ამ სეზონში ლუკასის ანგარიშზე 16 მატჩში 1 გოლია, "კიკერის" შეფასებებით ის საშუალოდ 3,07 ბალს იღებს.