ლეგიონი: ავთო ებრალიძემ "სანტა კლარას" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 თებერვალს, პორტუგალიის მეორე დივიზიონის 29-ე ტურში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" "სანტა კლარას" უმასპინძლა.

ებრალიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე, როცა ანგარიში 1-1 იყო, "ჟილ ვისენტე" დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მიუხედავად ამისა, "ჟილ ვისენტემ" ანგარიშის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო - 2:2.

ჩატარებული 29 ტურის შემდეგ ებრალიძის გუნდი 46 ქულით სატურნირო ცხრილში  მე-6 პოზიციას იკავებს და ლიდერ "პორტოს" 9 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული