ვაკო ყაზაიშვილის დუბლი ქართველ ლეგიონერთა პირველი დუბლია 2016 წელს, "ვიტესმაც" პირველად მოიგო წლეულს და გურამ კაშიამ ისევ სასტარტოში ითამაშა. ქართველ კაპიტანს დიდი ბანერით მიესალმნენ ფანები.
მოკლედ, მთავარი ამბები ჰოლანდიიდან გვაქვს, თუმცა არამარტო ჰოლანდიიდან...
ჰოლანდია. ერედივიზიე. არნემის ფანობა გურამ კაშიას უზარმაზარი ბანერით მიეგება - "გამარჯვებულები არასოდეს ნებდებიან". ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. აი, ვაკო ყაზაიშვილი კი 86-ე წუთზე გამოცვალეს, მაგრამ მანამდე მან თამაშის ბედი გადაწყვიტა: 44-ე წუთზე "ვიტესის" მეორე გოლი გაიტანა, 53-ე წუთზე კი პენალტი შეაგდო "ჰეერენვენის" კარში - 3:0.
ვაკოს დუბლი, კაშიას ბანერი, ავთოს გასროლა [VIDEO]" />
10:42 15-02-2016
ლეგიონის უქმეები: ვაკოს დუბლი, კაშიას ბანერი, ავთოს გასროლა [VIDEO]
AutoSharing Option
ვაკოს ანგარიშზე უკვე 9 გოლია ჰოლანდიის ჩემპიონატში.
"ბავშვივით ბედნიერი ვარ. არ არსებობს ფეხბურთელი, ვისაც მოსწონს, რომ არ ათამაშებენ. 1-2 კვირა დამჭირდა, რომ ამ მდგომარეობას შევგუებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ მწვრთნელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლაც მაქვს", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა კაშიამ.
"კაშიამ და ყაზაიშვილმა "ხელრედომს" სიცოცხლე დაუბრუნეს", - ეს ყველაზე პრესტიჟულ გამოცემაში, "ფუტბალ ინტერნასიონალში" დაბეჭდილი სტატიის სათაურია.
გერმანია. II ბუნდესლიგა. აუტსაიდერი "დუისბურგი" შინ 0:1 დამარცხდა "კარლსრუესთან". გიორგი ჭანტურია თამაშში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ "ზებრებს" ვერაფრით უშველა. derwesten.de-მ ჭანტურიას 3,5 ბალი დაუწერა და საქებარი სიტყვები გუნდში მხოლოდ მისთვის გაიმეტა.
ძალიან ცუდად განაახლა სეზონი "ფრაიბურგმა". ახლა გუნდი შინ "ფორტუნასთან" დამარცხდა - 1:2. ლუკას ჰუფნაგელი წაგებულთა რიგებში 68-ე წუთზე გამოჩნდა. მართალია, "ფრაიბურგი" მეორე ადგილს ზედიზედ ორი მარცხის მერეც ინარჩუნებს, მაგრამ დღეს "ნიურნბერგს" მისი გადასწრება შეუძლია.
III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილი იყო "ვერდერის" დუბლების მატჩში "დრეზდენთან" - 1:2. ჩვენებური მეორე ტაიმის დასაწყისში გააფრთხილეს, მერე კი, 59-ე წუთზე შეცვალეს. "ვერდერის" ერთადერთი გოლი მას მერე გავიდა, რაც საჯარიმოში ქართველი ნახევარმცველი წააქციეს და დრეზდენელთა კარში პენალტი დაინიშნა.
იტალია. სერია A. "ემპოლის" საშინაო მარცხს "ფროზინონესთან" ნაკლებად ელოდნენ, მაგრამ ასე მოხდა - 1:2. ლევან მჭედლიძე 81-ე წუთზე გამოჩნდა. მან "ფროზინონეს" კარში ერთხელ ზუსტად დარტყმა მოასწრო.
ლეგა პრო. "ტუტოკუოიოს" ფორვარდი ირაკლი შეყილაძე სასტარტოში იყო "ტერამოსთან" გასვლით მატჩში. მისი გუნდი 0:2 დამარცხდა, თავად კი შეუცვლელად ითამაშა.
ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. "ჟიმნასტიკმა" 1:0 მოუგო "ელჩეს". ზედიზედ მეორე თამაშია, გიორგი აბურჯანია დიდებულად თამაშობს - მან ნახევარი მოედანი გაიარა, 4 მეტოქე ჩამოიტოვა და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ნარანხო. ეს მე-11 წუთზე მოხდა - 1:0. ეს კომბინაცია წინა ტურშიც მოხდა, საგოლე პასი ამჯერად კიდევ უფრო ეფექტური იყო.
"ქართველმა კიდევ ერთხელ გვანახვა, როგორ უნდა ითამაშოს კარგმა ნახევარმცველმა", - ეს AS-მა დაწერა.
ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას (არ უთამაშია) "ბრენტფორდი" 0:4 დამარცხდა "შეფილდთან" საგარეო მატჩში.
საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა დისკვალიფიცირებული იყო. მისმა "რეიმსმა" შინ 0:1 დათმო "ბასტიასთან".
პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. "ჟილ ვისენტე" შინ 2:2 დაუზავდა "სანტა კლარას", რომელმაც ბოლოს, 10 კაცით მოთამაშემ, გადაარჩინა ქულა. მანამდე კი, 73-ე წუთზე, ავთო ებრალიძემ ანგარიში 2:1 გახადა - მან საჯარიმოში ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი, შემოტრიალდა, ორ მცველს აჯობა და დიდებული გოლი გაიტანა. ეს ქართველის მესამე გოლია ამ ჩემპიონატში.
"ფეირენშემ" "პორტიმონენშე" 2:1 დაამარცხა და ლიგაში მესამე ადგილზეა. გიორგი მაკარიძემ, რა თქმა უნდა, შეუცვლელად ითამაშა.
საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის "ლევადიაკოსი" სტუმრად "პანეთოლიკოსთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი პირველ ტაიმში გააფრთხილეს, ხოლო 74-ე წუთზე გამოცვალეს.
თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძის "რიზე" სტუმრად "სივასთან" დამარცხდა - 1:2. ჩვენებური, ტრადიციულად, განაცხადში არ ყოფილა.
თორნიკე ოქრიაშვილმა სათადარიგოთა სკამიდან უყურა, როგორ მოუგო მისმა "ესქიშეჰირმა" "ანტალიას" 3:2.
ბელგია. II დივიზიონი. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო სტუმრად ლევან შენგელიას (მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა) "ტუბიცემ", რომელმაც 2:1 დაამარცხა "სტ. ჟილოი". ამ მოგების წყალობით, "ტუბიცე" ლიდერ "ანტვერპენს" 2 ქულამდე მიუახლოვდა.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. "შლიონსკში" ლაშა დვალის დებიუტი წარმატებული გამოდგა - ქართველმა 90 წუთი ითამაშა და მისმა გუნდმა "ვისლას" 1:0 მოუგო.
ლადო დვალიშვილის "პოგონი" დღეს თამაშობს "კორონასთან".
ჩეხეთი. სინოტ ლიგა. მოგებით განაახლა ჩემპიონატი ლევან ყენიას "სლავიამ", რომელმაც 2:0 დაამარცხა "ბრნო". სამწუხაროდ, ჩვენებური განაცხადში არ იყო.
"ტეპლიცეს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ზურაბ ცისკარიძეს, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა "პჟიბრამთან" 2:0-ზე მოგებულ შეხვედრაში. ჩვენებური გააფრთხილეს.
რუსეთი. I დივიზიონის თასი. კვიპროსზე დაიწყო რუსეთის პირველი დივიზიონის თასის გათამაშება. ეს სანახევროდ ოფიციალური ტურნირია. "სკა-ენერგია" "ტომს" შეხვდა და 1:1 დაუზავდა, შემდეგ კი პენალტების სერიაში დამარცხდა - 5:6. ამ შეხვედრაში "სკა-ენერგიას" რიგებში შედგა გიორგი ნავალოვსკის ხელახალი დებიუტი. 29 წლის მცველი 2014 წელს წავიდა ხაბაროვსკიდან და 2-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა. 29-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ილურიძემაც, შემდეგ კი ჩვენებური შეცვალეს. ორივე ფეხბურთელი "სკა-ენერგიაში" გორის "დილადან" გადავიდა.
კვიპროსი. თემურ ქეცბაიას აპოელ-მა შინ 2:0 დაამარცხა "ომონია" და 53 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.
ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა აეკ-თან 0:1 წაგებულ შეხვედრაში.
"პაფოსმა" 4:1 გაანადგურა "აია ნაპა". გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად გაისარჯა ლევან ხმალაძე.
"არისთან" მატჩში "ახნასის" სამივე ქართველი სათადარიგო იყო. 59-ე წუთზე რევაზ ბარაბაძე გამოვიდა, 68-ეზე - შოთა გრიგალაშვილი, 9 წუთში კი მას უმცროსი ძმა ელგუჯა გრიგალაშვილი შეუერთდა. "ახნასი" 0:2 დამარცხდა.
აზერბაიჯანი. ამ მატჩს ყველაზე ქართული შეიძლება ეწოდოს - 6-მა ჩვენებურმა ითამაშა, ხოლო ერთი გუნდის თავკაციც ქართველი გახლდათ. ლაპარაკია აზალ-ისა და ბაქოს "ინტერის" დაპირისპირებაზე, რომელიც 0:0 დამთავრდა.
მასპინძელთა რიგებში სანდრო გურულმა სრულად ითამაშა, ხოლო ნუგზარ კვირტია 75-ე წუთზე გამოჩნდა. ზაურ სვანაძემ შეუცვლელად ათამაშა გიორგი ლომაია, ლაშა კასრაძე, ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი. არ უთამაშია მხოლოდ ზურაბ ხიზანიშვილს (ტრავმა).
"საუკეთესო ბომბარდირის წასვლა ძალიან დაგვეტყო, მომენტების შექმნა და გამოყენება გვიჭირს", - განაცხადა ზაურ სვანაძემ მატჩის შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეჰ ოქრიაშვილი, ოქრიაშვილი :(
0
0
Kენია დისკვალიფიცირებულია 2 მატჩით, ამიტომ არ უთამაშია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული