11:31 19-07-2010
მენთეშაშვილმა მოიგო
AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი ახალ გუნდში პირველად გავიდა მინდორზე სათამაშოდ. ისრაელის მთავარი ლიგის დებიუტანტ აშქელონის "ჰაპოელმა" ამხანაგურ მატჩში პეტაჰ თიკვას "მაქაბი" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მენთეშაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მარჯვენა ფრთაზე ითამაშა. ებრაული ვებგვერდების მტკიცებით, მენთეშაშვილი აშქელონელთა გუნდში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მეოთხე ქვეყნის ლიგა დააჯაშნიკა. ცნობისათვის, საქართველოს ჩემპიონატის გარდა, ზურაბ მენთეშაშვილი ლატვიისა ("სკონტო", ვენტსპილსი) და რუსეთის ('ალანია", "შინიკი") ჩემპიონატებში გამოდიოდა. გასული სეზონი კი ისრაელის მოქმედ ჩემპიონ თელ ავივის "ჰაპოელში" დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული