ტატანაშვილი ბალტიკაში?

AutoSharing Option
ჩეხეთში მოასპარეზე თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა გასული სეზონი "კლადნოში" ჩაამთავრა. ჩვენებური კონტრაქტით ჩეხეთის თასის მფლობელ პლზენის "ვიქტორიას" ეკუთვნის და სხვა გუნდში განათხოვრების წესით თამაშობდა. "კლადნოს" მთავარი ლიგის დატოვება მოუწია, ტატანაშვილს საიჯარო კონტრაქტის ვადა დაუმთარდა და პლზენელთა გუნდში დაბრუნდა. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი თავდამსხმელი კიდევ ერთხელ შეიცვლის გუნდს. რუსული წყაროების მტკიცებით, მას პირველ დივიზიონში მოასპარეზე კალინინგრადის "ბალტიკაში" ელიან. ეს ამბავი "ბალტიკას" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ ტკაჩენკომ სოვსპორტ.რუ-სთან საუბარში გაახმაურა. კალინინგრადელთა გუნდის თავკაცი 16 ახალ ფეხბურთელს ელის. მათ შორის ერთ-ერთი ტატანაშვილია.

"25 ივლისს პოლონეთში,
გდანსკში გავემგზავრებით და მოსამზადებელ შეკრებას იქ გავივლით. პოლონეთში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ, მათ შორის "ლეგიასაც" გავეჯიბრებით. შემოგვიერთდება დიმიტრი ტატანაშვილიც, რომელიც ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. საკონტროლო თამაშებში დავაკვირდებით. ადრე ის სქართველოს ნაკრებში თამაშობდა", - განაცხადა "ბალტიკას" თავკაცმა ლეონიდ ტკაჩენკომ.

დავძენთ, რომ "ბალტიკას" თავდასხმაში მართლაც უჭირს. ამ გუნდს 19 ტურში მხოლოდ 16 გოლი აქვს გატანილი. კალინინგრადელები სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდ ზონაში ტრიოს მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული