საქმე ისაა, რომ თორნიკე შენგელიას მამა 1998/99 წლებში "შლიონსკის" კალათბურთელი იყო და მას ფანები "მუხასავით მაღალს" უწოდებნენ. ლაშა კი მას იმიტომ შეადარეს, რომ ტანმაღალი ფეხბურთელია - სიმაღლეში 191 სანტიმეტრია.
"კახა შენგელია გუნდთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. წლების მერე "შლიონსკის" ფანებს მსგავსი სპორტსმენი ჰყავთ, ოღონდ, სხვა სახეობაში - ლაშა დვალიც სწორედ ასეთია ტანმაღალი და მაღალი კლასის.
უკვე ცხადია, რომ დვალი სილეზიური გუნდის ყველაზე კარგი შენაძენია ამ
"აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ათლეტური ფეხბურთი მელოდა, მაგრამ ამის პრობლემა მე არ მაქვს. ჩემი აზრით, უკეთ თამაშიც შემიძლია. ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ ფეხბურთში, სადაც ცვლილებები მოხდა ფედერაციაში.
ამ წუთას ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს, მე კი მსურს, რომ "შლიონსკში" კარგი თამაშით ისევ დავიმსახურო ნაკრებში ადგილი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ახალი მწვრთნელი", - განაცხადა ჩვენმა თანამემამულემ.
დვალმა 2,5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ივნისში დასრულდება, თუკი ლაშა 300 წუთს მაინც არ ითამაშებს. ჯერჯერობით, არაფერი ეტყობა, რომ დვალი 300 წუთზე ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს, ის უპრობლემოდ მოხვდა შემადგენლობაში.
"უკეთესად თამაში მსურს და შემიძლია კიდეც. "რედინგსა" და "დუისბურგში" უბრალოდ, შანსი არ მომეცა", - განაცხადა 21 წლის მცველმა.
დვალმა პოლონურ გამოცემას განუცხადა, რომ მისი ბაბუა "დინამოს" ფეხბურთელი იყო, მამა კი კალათბურთელი, თუმცა 6 წლის ასაკში არჩევანი ბაბუის პროფესიის სასარგებლოდ გააკეთა და ფეხბურთზე შევიდა.