სავარაუდო ტრანსფერი: გიორგი ჭანტურია ბუნდესლიგის კიდევ ერთ გუნდს სურს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევის, გიორგი ჭანტურიას გადაბირება კიდევ ერთ ბუნდესლიგურ კლუბს - "აუგსბურგს" სწადია.

უკვე ვწერდით, რომ არის "ვერდერისა" და "კიოლნის" ვარიანტებიც. განხორციელდება თუ არა ეს ტრანსფერი, ზაფხულში ვნახავთ, ჯერჯერობით კი ჭანტურია მეორებუნდესლიგელ "დუისბურგს" უნდა დაეხმაროს გადარჩენის საქმეში.

მკითხველმა უკვე იცის, რომ "ზებრების" ბოლო სამ შეხვედრაში ჩვენებური შემტევი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რამდენიმე დღის წინ კი შესანიშნავი გოლიც გაუტანა "ბრაუნშვაიგს".

რაც შეეხება "აუგსბურგს", ბავარიული კლუბი ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოკრძალებულ, მე-14 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება. ამის მიუხედავად, თუ შემადგენლობას
გადავხედავთ, მარკუს ვაინცირლის გაწვრთნილებმა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება უნდა შეძლონ. საინტერესოა, რომ წინა სეზონის შედეგების მიხედვით, "აუგსბურგმა" ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა და ამ ტურნირზე სულ ახლახან დამარცხდა "ლივერპულთან" საპლეიოფო მატჩებში.

ცნობილ ფეხბურთელთაგან დღეს ამ გუნდის ღირსებას იცავენ ალექს მანინგერი, ჰალილ ალთინთოფი, პიოტრ ტროხოვსკი, რაულ ბობადილია, ალფრედ ფინბოგასონი და სხვები.

ჭანტურიას სხვადასხვა დროს უთამაშია "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში, "ვიტესში", "ალანიაში", "კლუჟში". ასევე, ირიცხებოდა იტალიურ "ვერონაში". საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება "დუისბურგს", ჭანტურიას კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდი დიდი ალბათობით, მაინც დატოვებს მეორე ბუნდესლიგას, რაც ზაფხულში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის - ჭანტურიას წასვლასაც...

მოკლედ, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
დორტმუნდის ბორუსიაში, მხიტარიანის მაგივრად!!!
ენგელბრექტ
09 მარტი 2016 16:54
0
vato მესამე ლიგა და ხაშურის მგლებში რომ ვათამაშოთ? ეგენიც მესამე ლიგას თამაშობენ )))
_svani_
09 მარტი 2016 15:03
0
კაი იქნებოდა დარჩენილიყო დუისბურგში. მესამე ლიგა მაგრად დაეხმარება. მაგრამ ალბათ არ გამოდის. აუგსბურგი კაი გუნდია მაგრამ მანდ ისეთი კონკურენციაა რომ არა მგონია ბევრი ათამაშონ.
vato
09 მარტი 2016 13:53
0
ეგ რომ ბუნდესლიგაში გადავა მე მჯერა და გამიხარდება,მაგრამ ზოგზოგიერთებს ბოღმით რომ გული გაუსკდებათ ისინი მეცოდება
romandro
09 მარტი 2016 13:33
0
ღმერთმა ჰქნას რომ გადავიდეს 1-ლ ბუნდესლიგაში! ისე ჯობია ვაცალოთ, ნუ შექმნით აჟიოტაჟს თორემ შესაძლოა უკრაინაში ან რუსეთში აღმოჩნდეს
borabora
09 მარტი 2016 13:21
0
რომელ კლუბშიც ბევრი დრო მიეცემა თამაშის იქ უნდა გადავიდეს )))
_svani_
09 მარტი 2016 12:24
0
გიორგი, დიდ წარმატებებს გისურვებ, ამ ბოლო დროს ძალიან გვახარებ იმედია ასე გააგრძელებ, უფალი იყოს შენი შემწე.
gizog
09 მარტი 2016 12:18
0
ტვალი არ ეცეს დააცადეტ ჯერ გადავიდეს.
Manoni
09 მარტი 2016 11:42
0
დააცადეთ, არუნდა ამდენი წერა, გადავიდეს ჯერ!
c
09 მარტი 2016 10:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული