ბაქოს "ინტერი" თასის ნახევარფინალშია, ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა

AutoSharing Option
9 მარტს აზერბაიჯანის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" "რავანს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო.

პირველი მატჩი ქართველების გუნდს 1:2 ჰქონდა წაგებული. ასე რომ, "ინტერი" თასის ნახევარფინალშია.

სვანაძემ სასტარტოში ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი ათამაშა. 31-ე წუთზე "რავანის" კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან კვეკვესკირი მივიდა. მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ ნიკამ თავადვე დაამატა და ანგარიში გახსნა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ინტერი" 38 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში (13 მარტს) კი მისი მეტოქე ისევ "რავანია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული