derwesten.de: გიორგი ჭანტურია "კრისტალ პალასს" და "ქუინზ პარკსაც" სურთ

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დუისბურგში" გიორგი ჭანტურიას თამაშით ბუნდესლიგის კლუბები: "კიოლნი", "ვერდერი" და "აუგსბურგი" დაინტერესდნენ.

თუმცა derwesten.de ამტკიცებს, რომ ქართველი ნახევარმცველით გერმანიის გარეთაც დაინტერესდნენ.

აი, რა განაცხადა 22 წლის ქართველის წარმომადგენელმა, თურქმა სერჩან გიუვენიშიკმა: "გიორგი ახლა მართლაც კარგ ფორმაშია. ასე რომ, ნორმალურია, რომ მას შეიძლება სხვა კლუბების სკაუტები აკვირდებოდნენ. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კონკრეტული წინადადებები არ გვაქვს.

ახლა გიორგი სრულად კონცენტრირებულია "დუისბურგის" თამაშებზე, რომ გუნდი გავარდნას გადაურჩეს".

საიტის ცნობით, ჭანტურიას პრემიერლიგის
წარმომადგენელი "კრისტალ პალასისა" და ჩემპიონშიპის წარმომადგენელი "ქუინზ პარკ რეინჯერსის" სკაუტები აკვირდებიან.

"მე არ მსურს, მონაწილეობა მივიღო ამ სპეკულაციებში, მაგრამ აუცილებლად უნდა განვაცხადო, თუ "დუისბურგი" ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ჭანტურია გუნდში დარჩება", - განაცხადა სერჩან გიუვენიშიკმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გაიტანს ერთ გოლს და იქვ ჟურნალისტებს ხან ბუნდესლიგაში გადაყავთ და ხან პრემიერლიგაში,დააცადონ ამ კაცს იქნებ როგორმე ფორმა აკრიფოს, ნიჭი ნამდვილად აქვს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
bebeto
10 მარტი 2016 15:45
0
ნუ შეჭამეთ ეს ბიჭი რაც გერმანიაში ჩავიდა აშკარად მომატებული აქვს ფიზიკურადაც და ყველანაირად შრომას არ აკლებს ეტყობა ისწავლა ჭკუა და გადაერთო ფეხბურთზე ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში უდავოდ საუკეთესო იყო ალბანეთთან გოლი და საგოლე პასი გააკეთა. ფიზიკურადაც მაგრად მოუმატა რაც გერმანიაში წავიდა ბოლო დროის თამაშების მიხედვით ნაღდად არაა გასაკრიტიკებელი და წარსული წარსულად დავტოვოთ ტყუილად არ დააკვირდებოდნენ სკაუტები და გუნდები შრომას რომ აკლებდეს
avto
10 მარტი 2016 10:44
0
რა კარგი პრესა აქვს ამ ბიჭს, გასაგიჟებელი პირდაპირ. დიდი ფეხბურთელებიც ვერ დაიკვეხნიდნენ ასეთი პრესით. ასე განაგრძეთ, სხვა თუ არაფერი, პრესა მაინც იყოს კარგი!
მებრძოლი ჭკადუა
10 მარტი 2016 02:33
0
ალ, ნეტა რუსეთ-გერმანიასაც ეგრე ყავდეს დაბლოკილი ქართველები როგორც ინგლისს და როგორმე აიძულონ იტალია- ესპანეთში წავიდნენ. არ შეიძლება მანდ წასვლა გაიგეთ, ფეხბურთის თამაშს დაგავიწყებენ მანდ. ნეიმარის ჩაყვანა უნდოდათ "ბაიერნში", წარმოიდგინეთ ეხლა ნეიმარი რომ ყოფილიყო გერმანიაში. ბიჭო ადრე ხალხმა იცოდა ვინ იყვნენ რა უნდოდათ და სად უნდა წასულიყვნენ, ეხლა დომხალია - ესპანეთში გერმანელები გერმანიაში ესპანელები ..
Diego
10 მარტი 2016 00:58
0
ბარსაში დაბრუნდეს, მაგის ადგილი იქ არი. მესი რაღაც ისე ვეღარ არი და ბარემ შეცვალოს.
assa
09 მარტი 2016 20:48
0
ეს ადამიანი ფეღბურთელად არ გამოდგება... ზარმაცია .როცა ბარსა მოგცემს შანსს და იზარმაცებ მერე რაგა გინდა დიდ ფუტბოლში
Zviadi
09 მარტი 2016 19:53
0
კარგით რა. მეორე ბუნდეს ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდშია 4 თამაში ითამაშა ნორმალურად და დავიჯერო ესე გააგიჟა მთელი მსოფლიო? მორიგი ჭორია
zaurbegi
09 მარტი 2016 17:36
0
ამის მსურველთა სია რომ გაკეთდეს და მერე მისი პრეზენტაცია გააკეთოთ არ შეიძლება? მსოფლიოს მოიცავთ - Я так думаю! :)
კლიმენტი
09 მარტი 2016 17:32
0
პრემიერლიგაში თეორიული შანსიც კი არაა რომ გადავიდეს, საიდან მოგაქვთ ეგ ინფორმაცია. რა კრისტალ პალასი რის კრისტალ პალასი. პრემიერლიგაში სამუშაო ვიზა რომ მიიღო იქ ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობა უნდა გიწყობდეს ხელს, პლუს შენი ერ. ნაკრები მინიმუმ 75 ადგილზე უნდა იყოს ფიფას რეიტინგში. მგონი ვერც ერთ ამ კრიტერიუმს ჭანტურია ვერ აკმაყოფილებს. დუისბურგი რომც დარჩეს მეორე ბუნდესლიგაში მაინც წავა გიორგი, თუ მართლა დაუძახა რომელიმე 1 ბუნდესლიგის გუნდმა
al
09 მარტი 2016 17:14
0

სიახლეები პოპულარული