ლაშა დვალი: გოლი გამიხარდა, მაგრამ მოსაგები თამაში იყო

AutoSharing Option
20 წლის ლაშა დვალმა პოლონურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა - "კორონასთან" მატჩის 59-ე წუთზე მან სტუმართა კუთხურისას ყველაზე უკეთ ითამაშა, ყველას დაასწრო და მარჯვენა ფეხით შესანიშნავი გოლი გაიტანა. "შლიონსკი" 2:0 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ფრეს დასჯერდა - 2:2.

მატჩის შემდეგ გოლის ავტორმა "შლიონსკის" ოფიციალურ საიტს შემდეგი განუცხადა:

"გოლი კი კარგი გავიტანე, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ. არ წავაგეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფრე არ გვაკმაყოფილებს. კარგად ვთამაშობდით, ვიგებდით და მოულოდნელად,
ბრძოლა შევწყვიტეთ. ვერც ამიხსნია, რა მოხდა. ფაქტია, ქულები დავკარგეთ".

ლაშა ახალწვეულია, მაგრამ მან უმალ მოიპოვა სილეზიელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი. ის კარგად შეეწყო დაცვის ცენტრში "შლიონსკის" კაპიტან პიოტრ სელებანს:

"პიოტრს მალევე გავუგე და მგონი, ჩვენი ტანდემი ურიგოდ არ გამოიყურება. ასევე კარგად მესმის მეკარე მატეუშ აბრამოვიჩის, არ მეშინია, მას ბურთი მივაწოდო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული