ლაშა დვალი: ჩემი მიზანი მარტო კარგი კარიერის აწყობა არ არის

AutoSharing Option
20 წლის ლაშა დვალმა პოლონურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა - "კორონასთან" მატჩის 59-ე წუთზე მან სტუმართა კუთხურისას ყველაზე უკეთ ითამაშა, ყველას დაასწრო და მარჯვენა ფეხით შესანიშნავი გოლი გაიტანა. "შლიონსკი" 2:0 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ფრეს დასჯერდა - 2:2.

ლაშა დვალმა პოლონეთში სადებიუტო გოლი "ქართულად" აღნიშნა [VIDEO]

მატჩის შემდეგ გოლის ავტორმა Sportall.ge-სთან გატანილ გოლზე, კლუბის ახალ მწვრთნელსა და ასევე, ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელზე ისაუბრა.

"მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც გატანილ გოლშიც აისახა. მეორე ტაიმში
სურათი შეიცვალა და მეტოქე გუნდი უკეთესი იყო. საერთოდ, არ მიყვარს მსაჯზე დაბრალება, თუმცა უნდა ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანი, რომელიც ჩვენი კარის მისამართით დაინიშნა, უსამართლო იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი სადებიუტო გოლი გავიტანე, რაც, შედეგისგან განსხვავებით, ძალიან მახარებს. ჩემი მთავარი მიზანი პროგრესირებაა და უფლის წყალობით, ყველაფერი უკეთ იქნება. რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, მე ქართველი ვარ და ჩემი მიზანი მარტო კარგი კარიერის აწყობა არ არის - მსურს ჩემი ქვეყანა ვასახელო! ასე რომ, ეს აღნიშვნა ჩვეულებრივი რაღაცაა...

მწვრთნელი შეგვიცვალეს და ამ მატჩში ახალ მწვრთნელს დებიუტი ჰქონდა. ეტყობა, რომ შრომისმოყვარე და ამბიციური ახალგაზრდა მწვრთნელია. ყოფილი მწვრთნელი კარგი ადამიანი, თავისი საქმის მცოდნე და გამოცდილი კაცია. ურთიერთობაც ძალიან კარგი ჰქონდა როგორც ჩემთან, ისე სხვა ფეხბურთელებთანაც, თუმცა ეს ფეხბურთია - ხან მწვრთნელი შეიცვლება, ხან ფეხბურთელი წავა, ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.

ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელზე საუბრამდე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კახა ცხადაძეს, ვინც მენდო და სწორედ მისი გადაწყვეტილებით შედგა ჩემი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში. უნდა აღინიშნოს, რომ კახა ძლიერი მწვრთნელია.

ახალ მწვრთნელზე მაქვს ინფორმაცია, რომ წარსულში დიდი წარმატება აქვს ნანახი, სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰყავს გაყვანილი და ეს დიდი საქმეა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ღმერთის წყალობით, საქართველოს ნაკრები მალე იმ დონეზე ავა, როგორსაც იმსახურებს", - გვითხრა დვალმა.

27 ტურის შემდეგ დვალის გუნდი 27 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. საქართველოს ნაკრები კი 29 მარტს "დინამოა რენაზე" ამხანაგურად ყაზახეთს დაუპირისპირდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიჭმა ქართული ილეთი სწორედ საქართველოსთვის გააკეთა!!! ბევრჯერ ჩამოგევლოს ასე ქართულად პოლონეთის ჩემპიონატში ჩემო ლაშა!!!
mamuka kvaracxelia
22:13 15-03-2016
0
ჩვენ ხო გავიგეთ რაც მთავარია სხვა რა შუაშია ? ? რა ცუდია შენი სამშობლო რო გიყვარს კაცს ??
dato
02:38 16-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული