მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, გიორგი ილურიძე კი სათადარიგო იყო. "სკა ენერგიაში" გოლები ვაგანოვმა და კირიევმა გაიტანეს.
ხაბაროვსკული კლუბი 20-გუნდიან პირველ დივიზიონში მე-15 ადგილზეა და გავარდნა ემუქრება.
* * *
პორტუგალიის II ლიგაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 0:0 ითამაშა "ოლიანენშესთან". ჩვენებური შემტევი მოედანზე 77-ე წუთიდან გამოჩნდა. "ჟილ ვისენტე" მე-5 ადგილზეა და პრიმეირა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის "ფეირენშესთან" (მე-3 ადგილი) ერთად.
როგორც იცით, მაკარიძე ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვერ თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"