ლეგიონი გუშინ: გიორგი ნავალოვსკის გამარჯვება, ავთო ებრალიძის ფრე

AutoSharing Option
16 მარტს რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" შინ 2:1 მოუგო მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობას.

მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, გიორგი ილურიძე კი სათადარიგო იყო. "სკა ენერგიაში" გოლები ვაგანოვმა და კირიევმა გაიტანეს.

ხაბაროვსკული კლუბი 20-გუნდიან პირველ დივიზიონში მე-15 ადგილზეა და გავარდნა ემუქრება.

* * *
პორტუგალიის II ლიგაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 0:0 ითამაშა "ოლიანენშესთან". ჩვენებური შემტევი მოედანზე 77-ე წუთიდან გამოჩნდა.

"ჟილ ვისენტე" მე-5 ადგილზეა და პრიმეირა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის "ფეირენშესთან" (მე-3 ადგილი) ერთად.
თავის მხრივ, "ფეირენშემ" ასევე 0:0 ითამაშა "სანტა კლარასთან" საგარეო მატჩში.

როგორც იცით, მაკარიძე ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვერ თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული