ლაშა დვალი პოლონური ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
პოლონური ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ლაშა დვალი შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურში ლაშამ პოლონურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. ქართველ ფეხბურთელს ეს დაუფასდა და 3-მცველიან სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, შესაბამისად, ის ტურის საუკეთესო ცენტრალური მცველია.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში სილეზიელთა მცველი ტურის სიმბოლურში პირველად მოხვდა.

"ექსპერტთა მტკიცებით, დვალი "შლიონსკის" ყველაზე სტაბილური მოთამაშეა 2016 წელს", - წერს სილეზიური კლუბის ოფიციალური საიტი.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სასიხარულო ამბავია. წარმატებები ლაშას...
Goga
19:49 17-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული