შეგახსენებთ, რომ ამ ტურში ლაშამ პოლონურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. ქართველ ფეხბურთელს ეს დაუფასდა და 3-მცველიან სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, შესაბამისად, ის ტურის საუკეთესო ცენტრალური მცველია.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში სილეზიელთა მცველი ტურის სიმბოლურში პირველად მოხვდა.
"ექსპერტთა მტკიცებით, დვალი "შლიონსკის" ყველაზე სტაბილური მოთამაშეა 2016 წელს", - წერს სილეზიური კლუბის ოფიციალური საიტი.
ტურის სიმბოლური ნაკრები